twostores

წესები და პირობები

შეთანხმება https://twostores.ge – ს გამოყენების შესახებ

 1. ზოგადი დებულებანი

1.1. ყიდვა – გაყიდვის მოცემული პირობები (შემდგომში შეთანხმება) ვრცელდება ინტერნეტ – მაღაზია twostores.ge– ზე (შემდგომში ინტერნეტ–მაღაზია) განხორციელებულ შეკვეთებზე ქართულ, ინგლისურ ენებზე შეკვეთის განმათავსებელ პირსა (შემდგომში მომხმარებელი ან მყიდველი) და შპს „ბელისიმა თბილისი“–ს (შემდგომში გამყიდველი) შორის.   

1.2. პირობები ეფუძნება ვაჭრობის პატიოსან პრინციპებს, შედგენილია მყიდველის უფლებებისა და მოვალეობებისადმი პატივისცემით.

1.3. ინტერნეტ–მაღაზიის გამოყენების შემთხვევაში მყიდველი იღებს მოცემული შეთანხმების პირობებს, საქონლის მიწოდების წესებსა და ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

2. მყიდველის უფლებები და მოვალეობები

2.1. მყიდველს უფლება აქვს შეიძინოს ნებისმიერი საქონელი ინტერნეტ – მაღაზიაში მოცემული შეთანხმების წესების შესაბამისად.

2.2. პროდუქციის სურათები, როლებიც განთავსებულია ინტერნეტ-მაღაზიში არის მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათის. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ ფერები იყოს ზუსტად ასახული, არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ კომპიუტერისა ან მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოსახულება ასახავს პროდუქციის რეალურ ფერს.

2.3. საქონლის შეკვეთის დროს მყიდველი იღებს საქონლის მიტანის ადგილის, ასევე, საქონლის მიწოდებისათვის აუცილებელი სხვა მონაცემების მითითების ვალდებულებას.

 

3. გამყიდველის უფლებები და მოვალეობები

3.1. გამყიდველი ვალდებულია მისცეს მყიდველს ინტერნეტ – მაღაზიაში შეთავაზებული მომსახურების გამოყენების შესაძლებლობა წინამდებარე პირობების შესაბამისად.

3.2. გამყიდველი იღებს მყიდველის მიერ შეკვეთილი, ასევე, საფასურგადახდილი საქონლის მიტანის ვალდებულებას მყიდველის მიერ მითითებოულ მისამართზე.

 

4. სხვა გარემოებები

4.1. საქონელზე შეკვეთის გაფორმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას, საქონლის მიწოდების პირობებს, და საქონლის დაბრუნებისა და გადაცვლის პირობებს.

4.2. წინამდებარე დებულებები და პირობები შეესაბამება საქართველოს კანონებს.

4.3. ამ პირობების შესრულების პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოებები უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით.

4.4. მოლაპარაკებათა მსვლელობის დროს თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში დავები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია და რეკვიზიტები:

შპს “ბელისიმა თბილისი”

საიდენტიფიკაციო ნომერი: 400979092

ფიზიკური მისამართი: საქართველო, თბილისი, არაყიშვილის ქ. 8

ტელეფონი: (+995) 599559162

E-mail: twostoresge@gmail.com

 

 

მიწოდების პირობები

 

ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ თქვენი შოპინგ პროცესის კომფორტი და მოგაწოდოთ თქვენი შეკვეთა დაგვიანების გარეშე.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ მისამართის დეტალური ინფორმაცია, რომ დროულად მოხდეს ნივთის მოწოდება.

ონლაინ შეძენილი ნივთების მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მიტანის სერვისს ახორციელებს Smart Express.

ტრანსპორტირების სავარაუდო ვადა არის 1-2 სამუშაო დღე თბილისის მასშტაბით. მიწოდების ღირებულებაა 4 ლარი. ექსპრეს მიწოდების ღირებულებაა 6 ლარი.

ტრანსპორტირება რეგიონებში მოხდება 1-3 სამუშაო დღეში და მიწოდების ღირებულებაა ქალაქებში 7 ლარი, ხოლო სოფლებსა და დაბებში - 9 ლარი.

ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი.

ნივთი მოწმდება ადგილზე გაგზავნის წინ.

ნივთი უნდა შეამოწმოს ადგილზევე მიმღებმა კურიერის თანდასწრებით ან ერთის საათს განმავლობაში ნივთს მიღებიდან.

ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: twostoresge@gmail.com

 

დაბრუნება და გადაცვლა

Twostores.ge უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს, თუმცა თქვენ შესაძლოა გადაწყვიტოთ რომ დააბრუნოთ/გადაცვალოთ ნივთი გარკვეული მიზეზების გამო. გთხოვთ, გაეცნოთ დაბრუნებისა და გადაცვლის წესებს.

 

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ დააბრუნოთ/გადაცვალოთ ნივთი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ twostoresge@gmail.com.

პროდუქციის გაცვლის/დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია მისი ადგილზე მიღებიდან ერთი დღის განმავლობაში. ამ დროის შემდგომ ნივთი გადაცვლას/დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ გადაცვლა დამოკიდებულია ნივთის ხელმისაწვდომობაზე. 

 

დაბრუნებას არ ექვემდებარება  50% ან მეტით ფასდაკლებული ნივთები ფასდაკლების კატეგორიიდან (თუმცა შესაძლებელია გადაცვლა)

დაბრუნებას და გადაცვლას არ ექვემდებარება ნებისმიერი ტიპის აქსესუარი და საცურაო კოსტუმი.

დაბრუნება / გადაცვლის ხარჯებს ანაზღაურებს მომხარებელი.

 

გთხოვთ, გამოიყენოთ სანდო კურიერი, რომ ტრანსპორტირებისას ნივთი არ დაზიანდეს, ან დაიკარგოს. ამ შემთხვევაში არ მოხდება თანხის დაბრუნება.

 

ნივთი უნდა დაბრუნდეს ყიდვიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში.

რეგიონების შემთხვევაში ნივთი უნდა დაბრუნდეს ყიდვიდან ერთი კვირის განმავლობაში.

 

 გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთი არის პირვანდელ მდგომარეობაში / იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი / არ აქვს სუნი / არის ჩაუცმელი, სხვა შემთხვევაში თანხის ანაზღაურება არ მოხდება.

როდესაც ნივთს მივიღებთ უკან, და შევამოწმებთ, თანხა დაგიბრუნდებათ 7-10 სამუშაო დღის შუადელში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა. 

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით twostoresge@gmail.com

 

ეკონომ-თბილისი

თუ შეკვეთა გაფორმდება 15:00 საათამდე, მაშინ მას მიიღებთ შემდეგი სამუშაო რის განმავლობაში და მომსახურების ღირებულებაა 4 ლარი. 

თუ შეკვეთა გაფორმდება 15:00 საათის შემდეგ, მაშინ შემდეგი სამუშაო დღე ჩაითვლება  შეკვეთის გაფორმების დღედ.

ექსპრეს-თბილისი

თუ შეკვეთას გააფორმებთ 13:00 საათამდე  და გსურთ ნივთი მიიღოთ იმავე დღეს, ამ შემთხვევაში მომსახურების ღირებულებაა 6 ლარი.

რეგიონები

თუ შეკვეთა გაფორმდება 15:00 საათამდე, თბილისის გარეთ მას მიიღებთ 1-3 სამუშაო დღეში. ქალაქებში მომსახურების ღირებულებაა 7 ლარი, ხოლო სოფლებსა და დაბებში - 9 ლარი.

 

ანგარიშსწორება

Twostores.ge-ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია Visa / Mastercard / Amex ბარათების მეშვეობით.

Twostores.ge-ზე მოქმედებს საქართველოს ბანკის უსაფრთხო გადახდის სისტემა. 

ფასები მოცემულია ლარში.

 

© Supported By STORERA. All Rights Reserved.